LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილის მეუღლე: „5 წელი დაჭერობანა ვითამაშეთ – თუ დალევდა, აურევდა ხოლმე რაღაცებს და მერე ხმას აღარ ვცემდი…“

1422
guramdochanashvili

გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ჟურნალ „სარკის“ ერთ-ერთ ნომერში იხსენებდა, როგორ შეხვდა ცნობილ მწერალს და როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ამბავი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„გურამი უნივერსიტეტში გავიცანი. მე პირველ კურსზე ვიყავი, გურამი – მესამეზე. მთელ მათ კურსს ვიცნობდი, მაგრამ ჩემთვის გურამის გაცნობას ერიდებოდნენ, რადგან არეული ბიოგრაფია ჰქონდა. მაშინ უკვე ორჯერ იყო ციხეში ნაჯდომი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პროკლამაციების გაკვრისთვის. ძალიან ცუდი მუხლით იყო გასამართლებული. გურამი დაჭრილიც იყო.

მერე ოფიციალურად გამაცნეს მეგობრებმა და კონცერტზე დამპატიჟა. მისვლა დავაგვიანე. რომ მივედი, მხატვარ თემო ჯაფარიძის ცოლი გამოიქცა ჩემკენ, ლამის ჩაიშალა კონცერტიო. თურმე გურამი თვითონ უკრავდა ვიოლინოზე – პირველი ნომერი ჰქონდა და მე რომ არ მივედი, დაკვრას არ იწყებდა. ძლივს აუყვანიათ სცენაზე. გურამი მაშინ ხშირად სვამდა. ამბობდა, რომ მეორე დაპატიმრების შემდეგ ცხოვრებაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული – ადამიანების აღარ მჯერა, გულგატეხილი ვარ და არავის დანახვა მინდაო. დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. იმ პერიოდში გამომიგზავნა თავისი ნაწერი და მთხოვა, წამეკითხა – თუ მოეწონება, წერას გავაგრძელებ, თუ არა და – არაო. რა თქმა უნდა, მომეწონა.

5 წელი დაჭერობანა ვითამაშეთ – თუ დალევდა, აურევდა ხოლმე რაღაცებს და მერე ხმას აღარ ვცემდი. შემდეგ ეწყებოდა გამოსწორებისა და პირობების დადების პერიოდი. ბოლოს, სანამ შევუღლდებოდით, აღარც სვამდა, აღარც ეწეოდა. 1964 წლიდან ერთად ვართ უღელში“, – იხსენებს ნათელა სეფიაშვილი ჟურნალთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g