LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ გურამიშვილი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

172
გურამ გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  გურამ გურამიშვილი ბულგარეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გურამ გურამიშვილი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილეს ანნა მიჰნევა ნატოვას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში.

გურამ გურამიშვილის თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საბორნე (როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო) მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდას, არამედ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის ამაღლებასაც. 

გურამ გურამიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის როლი, რაც  საქართველოსა  და ბულგარეთს საკუთარი სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g