LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ გვასალიას ბრენდის დებიუტი Met Gala-ზე და დოჟა ქეთის ,,სააბაზანო” ლუქი

216
Untitled

როგორც მოსალოდნელი იყო, წლევანდელ Met Gala-ზე, Vetements-ის დებიუტი შედგა. სწორედ ამას მიანიშნებდა კვირას, ნიუ-იორკში, გურამ გვასალიას დოჟა ქეთთან ერთად გამოჩენა. ხელჩაკიდებული სეირნობითა და უჩვეულო ლუქით, მათ ყურადღება, უდავოდ მიიქციეს.

უკვე გუშინ, ,,ვეტმანის” კრეატიულმა დირექტორმა და რეპერმა ქუჩიდან წითელ ხალიჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ისევ რეზონანსული აღმოჩნდენ.

ვიდეო: გურამ გვასალია და დოჟა ქეთი ხელჩაკიდებული გადაიღეს

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მისვლამდე, დოჟამ სასტუმრო Vetements-ის კაბა-პირსახოცით დატოვა. ,,ბუნებრივ” წითელ ხალიჩაზე ის ამავე ბრენდის თეთრი სველი ლუქით წარდგა, რომელიც ქმნიდა ასოციაციას, თითქოს ის აბაზანიდან ახალი გამოსული იყო. ჩანაფიქრი თვალშისაცემი ნამდვილად აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ გურამის ძმის, დემნას დებიუტი Met Gala-ზე, 2021 წელს, ,,ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის რანგში, ამავე ფორმით შედგა. დემნა საღამოზე, კიმ კარდაშიანთან ერთად, ესპანური მოდის სახლის უჩვეულო სრულად შავად დაბურული სამოსით წარდგა.

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული მოდის სახლი – Vetements წარმოშობით ქართველმა დიზაინერებმა, ძმებმა – დემნა და გურამ გვასალიებმა დააარსეს. ამჟამად, ბრენდის კრეატიული დირექტორი გურამია. დემნამ ,,ვეტმანი” 2019 წელს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები