LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი – „ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია!“

124
გურამ მაჭარაშვილი

ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია! – ოპოზიციის უნიათობა სხვა შედეგს ვერც დადებდა, – ასე აფასებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ჭაობშია, სადაც უფრო მეტად ეფლობა.

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატავად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან

„მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!“

„საჯარო სივრცეში ამაზე უფრო მკვახედ ვერ ვიტყვი, თუ სად არის ოპოზიცია. მათ თქვეს, რომ გეგმა – ხაზარაძეა! კი ბატონო, მშვიდობაში მოიხმარონ!

ჩვენი გეგმა იყო და არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნება, ასევე ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციამ გაამხილა, მათი გეგმა რა ყოფილა – ეს ყოფილა მამუკა ხაზარაძე.

ის უნიათობა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, სხვა შედეგს ვერც დადებდა. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ჩაატარეს – ლგბტ დროშას ხელი არ გაუშვეს, ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს, შედეგიც მიიღეს.

გურამ მაჭარაშვილი: „ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!“

არჩევნების საღამოს, თავიანთი ეგზიტპოლებით გამარჯვება იზეიმეს და მაშინ ხმის ფარულობის დარღვევა რატომ არ ახსოვდათ?! – საჩივრების დაწერის ნაცვლად, გამარჯვების შამპანურები გახსნეს, აი, ეს არის მათი სახე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g