LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „გიორგი გახარიას, პირველ რიგში, დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის“

232
გურამ მაჭარაშვილი, გიორგი გახარია

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ „გახარია-საქართველოსთვის” ლიდერ, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მაჭარაშვილმა, ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული კადრებიც შეაფასა.

ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს

მისივე ცნობით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიამ გაბედა და თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მისივე თქმით, გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის.

„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს. შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. 

„როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, თმენით უნდა შეხვდე, ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი – მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივი“ – ირაკლი კობახიძე

„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას – საქართველო უკეთესს იმსახურებს“ – აშშ-ს საელჩო

ბერდია სიჭინავა: „ბათუმის „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g