LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ყოველდღე ვაკვირდებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ, როდესაც სიცოცხლის ფასად დაზიანებას ითმენენ“

131
გურამ მაჭარაშვილი (1)

„ყოველდღე ვაკვირდებით, შს სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ, როდესაც სიცოცხლის ფასად დაზიანებას ითმენენ,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები ცდილობენ, აქციაზე რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ პრორციული ძალები გამოიყენონ.

ნინო წილოსანი: „აქციის მოთხოვნა რა არის, ვინმემ ზუსტად იცით? ევროპაში გვინდა? – კი, ჩვენც გვინდა. აბა, აქამდე ეს ევროპა ვინ მოიტანა თქვენამდე, თუ არა ჩვენ?!“

„ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო სტანდარტზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს დებენ პირდაპირი გაგებით, როდესაც ისინი პრაქტიკულად ითმენენ თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაზიანებას.

დაზიანების შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად პროპორციულზე პროპორციული ძალები გამოიყენონ ამ რადიკალურად განწყობილი რამდენიმე ათეული თუ ასეული ახალგაზრდის თუ არაახალგაზრდის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც აკვირდება, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, არის შემდგარი.

„ვერ დააბრალებთ ამ პროტესტს ძალმომრეობას, ქუჩას ალაგებენ, ერთმანეთს იცავენ, სამკაულად ატარებენ აირწინაღს და თოვლის სათვალეს!“ – დრამატურგი პაატა ციკოლია

პრეზიდენტი: „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“

France Inter-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.

ჩვენ კარგად ვიცით მათ შორის, ამერიკაში როგორ ხდება აგრესიულად განწყობილი აქციების დაშლა, ამერიკის პრეზიდენტი რას ამბობს ძალადობრივ აქციაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დაშლა და კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციებს და ა.შ.

საფრანგეთში საერთოდ ძაღლები მიუშვეს და ადამიანები გარდაიცვალნენ აქციის დაშლის დროს, ასზე მეტი დაშავდა და ა.შ. გამომზეურდა უკვე, აშკარა გახდა რადიკალების მიზანი, რომ არის არა მშვიდობიანი აქცია, არამედ ძალადობრივი რევოლუცია, რაც არ გამოუვათ მაგრამ აქვთ მცდელობა“. – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სერგეი ლავროვი: „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს“

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტოები

magti 5g