LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიას 155 000 ლარის ზარალი მიადგა

48

ურეკისა და შეკვეთილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 155 000 ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ.

მათივე ცნობით, 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები და კომერციული ფართები. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, სტიქიის ზონაში გურიის ახლადდანიშნული გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდა. გუბერნატორი ურეკსა და შეკვეთილში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებსაც დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g