LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

168
GITA

გურიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში 3 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა:

  • ArtOa.io – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შეუფერხებლად აკავშირებს კედლის მხატვრებსა და მომხმარებლებს. უნიკალური AI/AR Order Generator ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას კედლის იდეალური არტი წუთებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ძალისხმევას, რომელიც საჭიროა არტ-ინსტალაციის პროცესში (ოზურგეთი)
  • Tailor.ge – პროექტის მიზანია Software პლატფორმის შექმნა სამკერვალოებისთვის, ვებგვერდზე შეთავაზებული სხვადასხვა თარგისგან სასურველი ესკიზის შესაქმნელად (ოზურგეთი)
  • Rize.ge – პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა იუთუბერებისთვის, ინფლუენსერებისა თუ საჯარო ფიგურებისთვის, რომლებსაც სურთ crowdfunding-ის დახმარებით განავითარონ კონტენტი (ლანჩხუთი)

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ცნობისთვის, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა.

magti 5g