ოზურგეთში, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანაში ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
ამავე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ქელეხიდან გამოსული მანქანაში ჩაჯდა.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
