გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ახაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ავტომობილი ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილობრივების თქმით, ავტომანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაცვალა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
