LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურჯაანის ნაყინი” 6-7 სახეობის უახლეს ნაყინს გამოუშვებს

1152

ნაყინის სეზონი დაიწყო, შესაბამისად, ამ ბიზნესში დასაქმებული ქართული კომპანიები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მათ შორის არის „გურჯაანის ნაყინი,” რომელიც მომხმარებლისთვის დაახლოებით 10 დღეში, 6-7 სახეობის ახალი ნაყინის შეთავაზებას გეგმავს.

როგორც „ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა, პროდუქციის ახალ სახეობებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მოგეხსენებათ, გასულ წელს შევიძინეთ უახლესი, უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარი, რომელიც ექსპლუატაციაში წელს გავუშვით. შესაბამისად, ჩვენი ნაყინის ქარხანა წარმოების ახალ სტილზე გადავიდა – როგორც ძველი სახეობის, ისე „გურჯაანის ნაყინის” ახალი პროდუქცია იტალიური მანქანა-დანადგარებით მზადდება. წელს რამდენიმე სახეობის ახალ ნაყინს გამოვუშვებთ, ძირითადად, საცალო მიმართულებით. რაც შეეხება მათ სახელს, რამდენიმე დღეში გვეცოდინება, რას დავარქმევთ”, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაყინის ბიზნესს საქართველოში – როგორც „გურჯაანის ნაყინის” გენერალურმა დირექტორმა განმარტა, ამ სექტორში კონკურენცია ყოველთვის მაღალია, თუმცა „გურჯაანის ნაყინს” თავისი სტაბილური მომხმარებელი ჰყავს.

ჩვენს კომპანიას ყოველთვის მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი ჰქონდა. ახლაც, ერთი თვეა, რაც ნაყინი სარეალიზაციო ქსელში შევიტანეთ და გაყიდვებით კმაყოფილები ვართ. გვყავს ჩვენი მუდმივი, ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ირჩევენ „გურჯაანის ნაყინს” და რაც მთავარია, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია”, – აღნიშნა გურამ ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, შპს „აისი“ – იგივე „გურჯაანის ნაყინი“ რამდენიმე ათეული წელია ნაყინის წარმოებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია 24  დასახელების ნაყინს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g