გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
78 წლის პაციენტს ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. რა გახდა სუიციდის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. კლინიკის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.