LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 3 ადამიანი მოკლეს

297
შსს - მკვლელობა


კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. სავარაუდო მოტივად, ამ დროისთვის, ეჭვიანობა სახელდება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი დეტალის გარკვევას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g