LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურმემ“ ახალი ხაზი – სწრაფი კვების სერვისი დაამატა

435
10.03.20 Gurman (76 of 91)

„გურმემ“ ახალი ხაზი – სწრაფი კვების სერვისი დაამატა. კომპანია მომხმარებლებს უამრავი დასახელების კერძს სთავაზობს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია წონით.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. ამიტომ, მომხარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას მისაღებ ფასში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთ-ერთ ფილიალში, კერძოდ კარტოზიას ქუჩაზე, გვაქვს მენიუ, სადაც კლიენტებს ცნობილი ბრენდ-შეფის შედგენილ კერძებსაც ვთავაზობთ. შეთავაზება გაქვს კომპანიებისთვისაც და მათ ვთავაზობთ თანამშრომელთა კვებას ბიუჯეტურ თანხაში“, – აცხადებენ „გურმეში“.

მათივე ინფორმაციით, „გურმე“ კონკურენტებისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით, ასევე მომსახურებით. კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოვებასა და უგლუტეინო პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, „გურმე“ 2012 წელს გაიხსნა. ამჟამად კომპანია ფლობს 3 ფილიალს: დიდი დიღომი, მირიან მეფის 70, გივი კარტოზიას 10, ირაკლი აბაშძის 69. კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი.

რაც შეეხება პროდუქციას, „გურმე“ ყველაფერს თავად აწარმოებს და აქ უამრავი დასახელების პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი: რუხი უსაფუარო პურები, ფუნთუშები, ნამცხვრები – როგორც ქართული ხაზი, ასევე ფრანგული, მზა კერძები, ნახევარფაბრიკატები, ქართული საცხობი, ქეითერინგის მომსახურება, ტორტები სხვადასხვა დიზაინით და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g