ქოუჩი და ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე განმარტავს, რომ რეალური ცხოვრება ბევრისთვის 40 წლის შემდეგ იწყება.
მისი თქმით, ეს პერიოდი ადამიანს საშუალებას აძლევს გათავისუფლდეს საზოგადოებრივი წნეხისა და შიშებისგან:
„იცი? რომ სინამდვილეში ცხოვრება იწყება 40 წლის შემდეგ. რატომ ? რეალურად ახერხებ გათავისუფლდე საზოგადოებრივი წნეხისგან.
ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმას მოვწონები? არ მოვეწონები? რას იფიქრებს ეს რომ გავაკეთო? ძალიან ბევრი შიში გვაქვს შიგნით და ეს შიშები 40 წლამდე გვმართავენ. 40 წლის მერე, თუ სიმამაცე გეყოფა, რესურსი და ძალა გაქვს შინაგანი, რომ ამ ყევლაფერს დაუპირისპირდე, თქვა, რომ „თუ იმას არ მოეწონება არაუშავს“, ანუ შენს ხმას მიჰყვე. ამიტომ არის, რომ რეალურად, თუ მოინდომებ 40 წლის მერე შეგიძლია დაიწყო შენი ნამდვილი ცხოვრება“, – ამბობს გვანცა ბარაბაძე.