გვანცა მაჭარაძე ქორწილისთვის აქტიურად ემზადება. როგორც მის TikTok ვლოგებში ჩანს, ინფლუენსერი ამჟამად დედასთან ერთად იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება.
საქორწილო სამზადისის ფარგლებში გვანცა ამ ეტაპზე ფეხსაცმლის შერჩევით არის დაკავებული. ვიდეოების მიხედვით, მან არჩევანი ოქროსფერ ფეხსაცმელზე შეაჩერა.
„რატომ არ შეიძლება, რომ ქორწილში ოქროსფერი ფეხსაცმელი მოირგო? აუცილებელია თეთრი?“ – კითხულობს გვანცა ერთ-ერთ ვიდეოში.
ცნობილია, რომ მაჭარაძე ქორწილში ორ საქორწილო კაბას მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ გვანცა მაჭარაძის რჩეული ქართველი ფეხბურთელი ბაჩო არაბულია.