„ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, „გვარამიას და რასა იუკნევიჩიენეს არ აქვთ არავითარი რესურსი და ცარიელ განცხადებებს აკეთებენ“.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო განაგრძობს განვითარებას როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით:
„გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, კარგად მოგეხსენებათ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია. შეუძლიათ, აკეთონ განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.