LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია მოსამართლეს : ბედის ირონიაა, რომ ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ

79

ამ წუთებში ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიმართავს :

„მე თქვენ პატივს არ გცემთ, როგორც მოსამართლეს, ვინაიდან თქვენს გამო „რუსთავი 2“ საფრთხეშია. ვწუხვარ, რომ რამდენიმე წლის წინ ხმა მივეცი მოსამართლედ თქვენს დანიშვნას. ჩემი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა და თქვენი მოსამართლედ დანიშვნა ჩემმა მხარდაჭერამ განაპირობა. მე ვთვლი, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია და მე ამას ძალიან ვნანობ. ბედის ირონიაა, რომ ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ,“ – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g