LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას ცემის საქმეზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარუდგინეს

108

ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარედგინა – გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ადვოკატის, ლილი გელაშვილის თქმით, საქმეში სხვა პირები არ ფიგურირებენ.

”ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რატი გაჩეჩილაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა. საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g