ხოსეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ნორჩი ფანი ტაქსით წაიყვანა.
ბრეიდონ ბენტი ამ შეხვედრას მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს.
გვარდიოლამ „ქალაქელების“ 7 წლის გულშემატკივარი მანჩესტერისკენ გზად აიყვანა და თან გაესაუბრა კიდეც. ბრეიდონ ბენტმა ახალ მწვრთნელს თხოვა ყველა შესაძლო ტიტული მოიგოს და კითხა, ხომ არ აპირებს ლიონელ მესის ყიდვას. ესპანელმა ბიჭუნას მიუგო, რომ ეს კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ლეოს ყიდვა ძალიან ძნელი რამაა.
შეგახსენებთ, გვარდიოლამ „სიტი“ ამ ზაფხულს ჩაიბარა.