LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაშფოთებს ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა – ნდობა და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ელჩები კანონპროექტზე

69
ელჩები

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პროცესით შეშფოთებულები არიან.

„გვაშფოთებს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა, რაც გამოიწვევს მთელი პერსონალის გათავისუფლებას. საჭიროა, ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები, მათ შორის თავად სახელმწიფო ინსპექტორთან. ნდობა და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – წერს ელჩი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ასევე, ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას.

„საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასთან და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ისინი არ ემსახურებიან დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას“, – წერს ჩეხეთის ელჩი.

“ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება” – რას წერს ვიოლა ფონ კრამონი

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს გუშინ, პირველი მოსმენით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს, 30 დეკემბერს გაგრძელდება.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლები 2 ახალ უწყებაში ავტომატურად დასაქმდებიან – “ქართული ოცნება” კანონპროექტს ახალ წინადადებებს ამატებს

magti 5g