LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება თუ არა ერთდროულად რამდენიმე პასპორტი – პარლამენტი ინიციატივას ისმენს

280

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, კობა სუბელიანი მოქალაქისთვის ერთდროულად რამდენიმე პასპორტის ქონის ინიციატივი გამოდის, კანონპროექტი პარლამენტში მან დღეს წარადგინა.

კანონპროექტის ინიციატორის განცხადებით, ერთი პასპორტის ქონის გამო ბიზნესმენებს, ან თუნდაც – სტუდენტებს ხშირად ექმნებათ პრობლემა. დეპუტატი განმარტავს, რომ როდესაც მოქალაქეს საკონსულოში ვიზისთვის შეაქვს პასპორტი და ხშირ შემთხვევაში, საკონსულო, შესაძლოა, საქართველოში არც მდებარეობდეს (მაგალითად, კანადის, ანდა – დიდი ბრიტანეთის), პასპორტის მიღება რამდენიმე კვირის მანძილზეც კი შეუძლებელია ხოლმე. ამ პერიოდში კი მოქალაქეს, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში დასჭირდეს წასვლა, ეს კი პასპორტის არქონის გამო შეუძლებელი ხდება.

კობა სუბელიანი მიიჩნევს, რომ პრობლემას რამდენიმე პასპორტის ქონა გადაჭრის.

დეპუტატმა აღნიშნული ინიციატივა დღეს პირველად წარადგინა და ამ წუთებში მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g