LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვიმძიმს ახალი წლის მტკივნეული ამბით დაწყება.. მოგვენატრები ბერეკ“ – ქართველი არბიტრი დავით ბერეკაშვილი გარდაიცვალა

706
415123759_757708783048264_8753754897896728267_n

ქართველი არბიტრი დავით ბერეკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„განსაკუთრებით გვიმძიმს ახალი წლის მტკივნეული ამბით დაწყება: 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავითის გარდაცვალების გამო! წლების განმავლობაში გაწეული მისი ამაგი ნამდვილად შეუფასებელია და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იქნება ქართული კალათბურთისთვის!

მოგვენატრები, ბერეკ!”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები