LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდა, გაიზარდოს სამეწარმეო კულტურა“ – 4 რეგიონში ბიზნესის დასაწყებად GITA ახალ საგრანტო პროგრამას აცხადებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

76
Copy of @fortuna106.9 (16)

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

ახალი პროგრამის დეტალების შესახებ ტექნოპარკის ქსელის მენეჯერი – გიგი კეჟერაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს.

– რა პროგრამებს დააფინანსებს საგრანტო პროექტი?

-მოხარულები ვართ, რომ ასეთი ამბიციური პროექტით ვართ წარმოდგენილი. ეს პროექტი, 30 ათას და 100 ათას ლარს მოიცავს და მხოლოდ ოთხ საპილოტო რეგიონზეა მორგებული.

ევროკავშირის თანხა მთლიანად ამ რეგიონზებზეა გათვალისწინებული და განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ამ ოთხ რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ მეწარმე – სუბიექტებს, ან ფიზიკურ პირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება პირი თბილისში იყოს რეგისტრირებული და კახეთში აწარმოებდეს რაიმე ბიზნესს.
თუ მიიღებს დაფინანსებას, ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულო იქნება, რომ მეწარმე- სუბიექტად დარეგისტრირდეს იმ კონკრეტულ რეგიონში.

რადგან ეს თანხა, არამხოლოდ ინოვაციების, არამედ ამ ოთხი რეგიონის განვითარებისთვის მომზადებული დიდი კომპლექსური პროგრამაზეა გათვალისწინებული.

-დედაქალაქში ფინანსების მოძიების და ბიზნესის წარმოების პრობლემა ნაკლებადაა. რეგიონები როგორც წესი პრობლემურია.
პრობლემაა იმ მხრივაც, რომ ხშირად არ არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც სრულყოფილად საპროექტო განაცხადების დაწერას და ამ მიმართულებით ოპერირებას შეძლებენ. პოტენციალი თუ შეისწავლეთ წინასწარ და როგორ შეირჩა ეს რეგიონები?

-ჩვენი სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს  15 ათას, 100 ათას და 650 ათას ლარიან საგრანტო პროექტებს და საკმაოდ ხელშესახები შედეგებიც დაიდო ამ წლების განმავლობაში.

ჩვენც ვხვდებით, რომ რეგიონული მეწარმეებისა და სტარტაპების კომპეტენციის დონე გაცილებით დაბალია და მრავალი კვლევის შედეგად და არსებულის გათვალისწინებით ეს პროგრამები უკვე მოთხოვნების კრიტერიუმები მაქსიმალურად მორგებულია ამ კონვენტზე.
მაგალითად თბილისში გათვალისწინებულ გრანტებში აღნიშნულია, რომ გლობალური პოტენციალი უნდა ჰქონდეს დაფინანსებულ სტარტაპებს.

არის კიდევ სხვა ნიუანსები, რათა რეგიონულმა მეწარმეებმა მაქსიმალურად შეძლონ წარმატების მიღწევა.
ჩვენი მიზანია, რომ რეგიონულ სტარტაპებში ახალი ტრენდი იყოს ახალ ბიზნესებზე და ბიზნეს- სტარტაპებზე ფიქრი და მუშაობა. ამ შემთხვევაში ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობისგან გადაერთვებიან, უფრო მასობრივ და მასშტაბურ პროექტებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, გვინდა, გაიზარდოს სამეწარმეო კულტურა ამ რეგიონში. გაჩნდეს ახალი ინოვაციური საწარმოები, ახალი ტექნოლოგიები შემოვიდეს და მეორეს მხრივ უშუალოდ სექტორები, სადაც ეს ტექნოლოგიები შემოვა, გვინდა, რომ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო ასპარეზზე.

-შემდეგში თუ არის გათვალისწინებული სხვა რეგიონების ჩართვაც, თუ ამ რეგიონებით დასრულება ეს პროექტი?

– ამ ეტაპზე ეს ჯერ უცნობია, ეს არის მესამე ფაზა ევროკავშირის დახმარების ორი წარმატებული ფაზის შემდეგ და მესამე ფაზაზე შერჩეულია მხოლოდ რამდენიმე რეგიონი. ეს არის ინტეგრირებული განვითარების კონცეფცია.

ასეთი კონცეფცია წლების მუშაობის შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც უფრო კონცენტრირებულად ახდენ რესურსების ხარჯვას, ფოკუსირებულ ტერიტორიაზე, შედეგი გაცილებით დიდია.

ამიტომ, რომ არ განფანტულიყო ეს თანხები ბევრ რეგიონში, შეირჩა ორი ისეთი რეგიონი, ერთი კახეთი და იმერეთი, სადაც ჩაითვალა, რომ ყველაზე მეტი პოტენციალი იყო, თბილისის ალტერნატიული კომერციული მიზიდულობის ცენტები გამხდარიყო. შემდეგ დავგეგმეთ გურია, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი.

-რადიო „ფორტუნას“ უსმენენ მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად ჩვენს მსმენელებს ალბათ დააინტერესებთ, დეტალები, როგორ უნდა მოგმართონ, როგორ უნდა შეავსონ განაცხადი და როგორ შეიძლება, რომ ეს დაფინანსება მოიპოვონ?

-განაცხადების შევსება შესაძლებელია 17 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათლით. შემდეგ იქნება მეორე ეტაპი, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და პირველ მარტს გაიხსნება მეორე ეტაპი.

განაცხადების შევსება შესაძლებელია  პორტალზე grants.gov.ge, სადაც შესაბამისი ველები იქნება შესავსები და ასევე საინტერესოა რა ფინანსდება ამ ყველაფერში.

შესაძლებელია დაფინანსდეს, როგორც სტარტაპი, ასევე მეწარმე.  შესაბამისად არსებულ საწარმოსაც შეუძლია განაცხადის შემოტანა, თუ ის შემოიტანს ახალ ელემენტს, ან ინტეგრირებას მოახდენს თავის ბიზნესპროცესებში. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს წარმოება, სერვისის მიწოდება, თუ ელექტრონული სერვისების დანერგვა.

– პროგრამას ძირითადად ევროკავშირი აფინანსებს, თუ ბიუჯეტიდანაც ფინანსდება?

-საბოლოო ჯამში ამ თანხების დიდი წილი ევროკავშირის არის, თუმცა თავიდანვე გათვალისწინებული იყო, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით მოხდეს  ეს ყველაფერი. ჩაერთო ბევრი სხვადასხვა უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცათ თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტთან ერთად ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებენ და შემდეგ უკვე ჩვენი ნაწილიც არის ამ ყველაფრის შემავსებელი.

გვინდა ვაჩვენოთ, რომ ინოვაციური პროგრამების სააგენტო უამრავი შესაძლებლობების არის და რეგიონების განვითარების უნიკალური შესაძლებლობაა.

და ასევე გვინდა დავამტკიცოთ, რომ ამ გზით  განხორციელებულ პროექტებს ძალიან დიდი მოგების მოტანა შეუძლია, როგორც მეწარმისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები