ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ და დანაზოგი ჩავატრიალოთ ეკონომიკაში – ასე უპასუხა დეპუტატების შეკითხვას, რომელიც დაანონსებულ საპენსიო რეფორმას ეხებოდა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ.
მისივე თქმით, საპენსიო რეფორმას არ ექნება გავლენა დღევანდელ პენსიონერებზე.
“დღევანდელ პენსიონერებს რომ დავეხმაროთ, ამას სჭირდება ეკონომიკური განვითარება” – აღნიშნა ქობულიამ.
პარლამენტში გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.