ვისაც ყოფილების მეგობრობის არ გჯერათ, კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში გადაღებული ფოტოები თქვენთვისაა. ყოფილი მეუღლეები, გვინეთ პელთროუ და კრის მარტინი ერთად ისვენებენ. მეტიც, მათთან ერთადაა კრის მარტინის შეყვარებული, მსახიობი დაკოტა ჯონსონიც. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ დაშორებული მარტინი და ჯონსონი სწორედ პელთროუმ შეარიგა.
ფოტოებზე ჩანს, რომ 47 წლის პელთროუ შვილებთან ერთად თხილამურებზე სრიალით ერთობა. მაშინ, როცა კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი თოვლიან ქუჩებში სეირნობას ამჯობინებენ.