რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელესში Lacoste-ს ბუტიკის გაიხსნა. ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი გვინეტ პელტროუ გახდა.
45 წლის გვინეტი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ლაკონური სამოსითა და მსუბუქი მაკიაჟით. ამჯერად ვარსკვლავმა მოკლე ნაზი ვარდისფერი კაბა აირჩია, რომლიც მის გრძელ ფეხებს უსვამს ხაზს. ფეხზე კი მწვანე ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. გარეგნობას კი ბუნებრივი ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი ასრულებდა.
სტუმრებს შორის ასევე რობი უილიამსიც იყო, რომელიც გვინეტთან ფოტოებს იღებდა.

