ღამით მოსული ძლიერი ნალექის შედეგად, თბილისის ზოგიერთი უბანი დაიტბორა. მათ შორის, რთულ ვითარებაშია თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალი.
33-ე კორპუსის მცხოვრები თეო ჩარბოდაშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ეზო მთლიანად დატბორილია.
“გვიშველის ვინმეე???…” – კითხულობს ის და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ელის.
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.
შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.
თბილისში უხვი ნალექის გამო, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
აღსანიშნავია, რომ დღეს, 19 ივნისსაც, ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი – დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.