LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვისმინეთ, შეიყვარეთ და ,,არ დაიდარდოთ” – პანჩო და გია ფეიქრიშვილი სტუმრად გადაცემაში ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”

39
pancho-gvinoduduki

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ორი ლეგენდარული ადამიანი პანჩო და გია ფეიქრიშვილი სტუმრობდნენ  სიმღერის ,,ხომ მაგარია” პრემიერით. სტუმრებმა ისაუბრეს მათ ტანდემზე და ”არ დაიდარდოს” მსმენელი კი სამი სიმღერის ცოცხალი შესრულებით გაანებივრეს.

როგორ შედგა თქვენი ტანდემი მუსიკაში? როგორც ვიცი დიდი ხნის მეგობრები ხართ..

პანჩო:

პროფესიონალიზმის თვალსაზრისით გია თავის საქმეში მხეცია, ის არის ”როკ მენი”. ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა. გიტარაზე სუსტი ვარ, განსაკუთრებით მაშინ შეინიშნება ეს, როდესაც მასთან ერთად ვუკრავ. ჩვენ 90-იანებში ”ბლუზ ბენდში” ვიყავით ერთად. შემდეგ ისეთი დრო მოვიდა, რომ დავიშალეთ. მხოლოდ ჩანაწერები დარჩა. ახლა ყველა უკრავს და ბევრი ბენდი არსებობს, თუმცა მაშინ არ იყო ასე. ბლუზის მოყვარული ადამიანი სიამოვნებას ვერ მიიღებდი თბილისში. დიდი თხოვნით მივედი მათთან, ჩემი სიმღერებით და დავიწყეთ თანამშრომლობა. მე და გიას რეპეტიციები არ გვაქვს, არც გუშინ და არც დღეს არ გვიმუშავია. გია კონცერტებზეც რეპეტიციის გარეშე უკრავს,  იშვიათად თუ დაგვჭირდეს რამის გამეორება. ასჯერ, რომ დაუკრას ერთიდაიგივე მაინც განსხვავებული გამოსდის, ეს საოცარი ნიჭი აქვს.

გია არის ადამიანი, რომელიც ამერიკაში დიდ საქმეს აკეთებდა, თუმცა დაბრუნდა საქართველოში, რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

პანნჩო:

ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, როგორ ვერ მიხვდით. (იცინიან)

გია ფეიქრიშილი:

რაც პანდემია დაიწყო საქართველოში ვარ, ძალიან დიდი დრო მქონდა სახლში სამუშაოდ. ამერიკაში მხოლოდ მუსიკით ვერ იცხოვრებ, სხვა სფეროშიც ვმუშაობდი. საღამოობით კი ვუკრავდი. დიდი მომღერალი არ ვარ, თუმცა მაქვს რამდენიმე ჩემი კომპოზიცია. პანჩოს გემოვნებიანი და აზრიანი სიმღერები აქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ტანდემი შედგა. კი მართალია როკი მისი სტილისგან ცოტა განსხვავებულია, თუმცა გემოვნების ამბავია.

სიმღერის ”ხომ მაგარია” პრემიერა..

პანჩო:

ტექსტი და მუსიკა ჩემია, ლადო ასათიანის ლექსმა ”სალაღობო” შთამაგონა. საკმაოდ დიდი ხნის, დაახლოებით 20 წლის წინ აუზზე გვქონდა გაცადემა და მაშინ დაიწერა ეს სიმღერა. 5 წლის წინ კი ჩემს ალბომში შევიტანე. ჩაწერილია თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში. ტანდემი შედგა რა თქმა უნდა გიასთან ერთად. გვისმინეთ, შეიყვარეთ  და ”არ დაიდარდოთ”.

 

პანჩო – ხომ მაგარია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პანჩო & გია ფეიქრიშვილი – რომ მქონდეს ფრთები. Live

 

პანჩო & გია ფეიქრიშვილი – შაკო ბაბუ. Live

 

პანჩო & გია ფეიქრიშვილი – ხვალ. Live არ დაიდარდო

 

პანჩო & გია ფეიქრიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g