კომპანია GWP ევროპული ბანკებისგან 60 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს – ნიდერლანდების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლებთან (DEG) გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.
აღნიშნული თანხა მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. კერძოდ, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციას, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას და ბოდორნაჰესის მშენებლობას.
FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფინანსური ინსტიტუტები.
ორგანიზაცია DEG ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW-ის შვილობილია, რომელიც ასევე განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს აფინანსებს.