საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში ზედიზედ მეორედ მიანიჭა.
როგორც “ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, ეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.
“კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე, მიანიჭა. საქართველოს სუვერენული რეიტინგის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული შეფასება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გაზრდის მის შესაძლებლობას, მოიზიდოს ინვესტიციები“, – ნათქვამია „ჯორჯიან უეოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით.