LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GWP: მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

173
GWP - წიწამური

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

„მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g