LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GWS-ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა

127

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავის ღვინის საწარმოს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დღეს, ქარხნის იუბილესთან დაკავშირებით GWS-მა მედია სფეროს წარმომადგენლებს მედიატური შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც უახლესი და დაძველებული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის სახლებმა ტური მოაწყო, რომელიც მოიცავს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარებით ასევე, ღვინის მარნისა და ჩამოსასხმელი ხაზის დათვალიერებას.

იუბილეზე მოწვეულნი არიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კომპანიის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ცნობისთვის GWS ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა, რომელიც 1993 წელს, თელავში, აჩინებულში მდებარე ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა.

ამჟამად, GWS-ის მფლობელობაშია 350 ჰექტარი მიწა.  ვენახების უმრავლესობა 15-20 წლისაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g