LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გზა­ში გული გა­უ­ჩერ­და, სუნ­თქვაც შე­წყვი­ტა…” – ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს

378
BeFunky-collage (2)

ბახ­მა­რო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა 67 წლის ქალს გა­ჩე­რე­ბუ­ლი გული აუ­მუ­შა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის პი­რად გვერ­დზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე წერს.

“ბახ­მა­რო­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბამ 67 წლის ქალ­ბა­ტონს გა­ჩე­რე­ბუ­ლი გული აუ­მუ­შა­ვა!

გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა: “გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვლის დროს ქალ­ბა­ტონ­მა გვი­თხრა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ა­თი ტკი­ო­და გული. იმ წამ­სვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. გზა­ში გული გა­უ­ჩერ­და, სუნ­თქვაც შე­წყვი­ტა…

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვი­წყეთ გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია. გა­უ­ჩე­რებ­ლად ვა­ტა­რებ­დით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს და ბო­ლოს, ქალ­ბა­ტო­ნის გუ­ლის­ცე­მა აღ­დგა, სუნ­თქვაც და­ი­წყო… ეს ჩემ­თვის უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა ადა­მი­ანს გული ავუ­მუ­შა­ვეთ.”

#გვე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი – გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა, შო­რე­ნა ლა­ბა­ძე და ნუგ­ზარ ბენ­დე­ლი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს.

გი­ლო­ცავთ წარ­მა­ტე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას და მად­ლო­ბას გიხ­დით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის! -წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე.