LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისი ქვეყნისთვის ნეტა ყველამ გააკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ – უნებართვოდ გაყვანილი გზა ბაკურიანში (ფოტოები)

776
53794403_395138731311786_1494005765483003904_n

ბაკურიანში „ვილა მონტეს“ დასახლებასთან ახლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნიკოლოზ კურტანიძემ ქვა-ღორღით გზა გაიყვანა.

“ფორტუნა” აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საკითხის გარკვევა ნიკოლოზ კურტანიძესთან სცადა, რომელმაც გზა ქვა-ღორღით  მოასწორა. მისი განცხადებით, ტერიტორიაზე ბეტონის სამუშაოები არ ჩატარებულა და მან უბრალოდ მის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა მოაწესრიგა.

„არც მოასფალტება და არც დაბეტონება არ ჩატარებულა, მე უბრალოდ მოვასწორე და მოვაწესრიგე გზა, მანამდე არსებული გზა მანქანის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.

ჩემი სახლის წინ თუ იქნება დანაგვიანებული, თუ იქნება რაღაც ორმო, რომ გავიდე და როგორც ადამიანმა ეს ყველაფერი გავაკეთო, ეს რა პრობლემას ქმნის?! მე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, უფლება არ მაქვს, რომ ჩემ საკუთარ მიწის ნაკვეთში, ნორმალურად და სუფთად გადავაადგილდე? ყოველ დილით ჩემი სახლის წინ გამოვდივარ და ტერიტორიას ვასუფთავებ, არ ველოდები არც მერიის სამსახურს და არავის, მიუხედავად იმისა, რომ ის ხალხი ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს.
მე ვერავინ ვერ დამიშლის ჩემი სახლის წინ გადაგდებული, სიგარეტის კოლოფი იქნება თუ რაც იქნება, ავიღო და ურნაში ჩავაგდო,“ – აცხადებს ნიკოლოზ კურტანიძე.

ნიკოლოზ კურტანიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გზა ძველი ცეკავშირის შენობის ნანგრევებით გაკეთდა. კურტანიძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული.

„რაღაც ცრუ ინფორმაცია გაქვთ, ძველი ცეკავშირი არ დანგრეულა. ვიღაცას ხელი შეეშალა და კომფორტი დაერღვა ხმაურით, რომ მე ჩემ სახლამდე მისასვლელ გზას ვაწესრიგებდი და ფორმაში მომყავდა. ნეტა ყველამ თავისი ქვეყნისთვის გააკეთოს ის, რასაც მე ახლა ვაკეთებ ამ მომენტში,“ – განაცხადა კურტანიძემ.

 

კითხვაზე, შეათანხმა თუ არა ბორჯომის მუნიციპალიტეტთან, რომ გზის მოსწორებას აპირებდა, კურტანიძე გვპასუხობს:

“თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მისასვლელი გზა საფრთხეს რომ გიქმნიდეთ და დიდი ტალახი ან ნაგავი იყოს დაყრილი, მერიას ხომ არ უთანხმებთ, რომ მისი მოწესრიგება განახორციელოთ?  სწორედ ამიტომ მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ მერიას შევუთანხმო რამე.
მე მაქვს იმის უფლება, რომ ჩემს ნაკვეთამდე უპრობლემოდ მივიდე. თუ გზაზე რაიმე დაბრკოლება შემხვდა და არ დაველოდე ვინმეს, რომ ის მოაწესრიგოს და ჩემი ნებით და ჩემი ხარჯით გავაკეთე, რა პრობლემაა? ეს უბრალოდ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და მეტი არაფერი.
როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვაცხადებ, რომ უფლება მაქვს ჩემი საკუთრების წინ თუ რაიმე უწესრიგობა იყო, მოვაწესრიგო, ისე რომ სხვები არ დავაზარალო. თუ ვინმე ზარალდება, ჩამოიყვანონ კომპეტენტური პირები და ექსპერტები და მე თუ ვინმე რაიმეთი დავაზარალე, მზად ვარ პასუხი ვაგო ყველაფერზე“, – აცხადებს კურტანიძე.

 

„ფორტუნა“ შეეცადა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაერკვია, არის თუ არა გაცემული ნებართვა აღნიშნული გზის მოწესრიგებაზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ ადასტურებს ინფორმაციას სიტყვიერი ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა აცხადებს, რომ შპს „ვილა მონტეს“ წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში განცხადება დღეს შეიტანა.

„დღეს შემოიტანა შპს „ვილა მონტეს“ წარმომადგენელმა განაცხადი, რომ ნიკოლოზ კურტანიძემ საკუთარი ღობის გასწვრივ გზის მოწყობის მიზნით ქვა-ღორღი დაყარა. ზედამხედველობის სამსახური, განაცხადის საფუძველზე მოახდენს რეაგირებას,“ – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

 

ადგილობრივი მცხოვრები ილია ბურდული „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბორჯომის გენგეგმის მიხედვით აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილია გზის მოსაწყობად.
კითხვაზე მიმართეს თუ არა ბორჯომის მუნიციპალიტეტს იმასთან დაკავშირებით, რომ გზის მოწესრიგება მიმდინარეობს, ილია ბურდული აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს მიმართეს, ოღონდ უნებართვო მშენებლობის გამო. მისი ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტს ზედამხედვლებოს სამსახური არ ყავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ – „გამგებლის ნაცვლად გვყავს ბორჯომის მერი – ლევან ლიპარტია“.

 

 

magti 5g