LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H1N1 ტიპის ვირუსით გორში სავარაუდოდ, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

TamilDailyNews_5580669641495

გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს.

გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის არ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g