უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაში იმყოფება. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, „ყველა ოკუპანტი პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა სამხედრო დანაშაულზე“.
აშშ-ის სენატმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ ცნო და მის გასამართლებას ითხოვს
„ველაპარაკე დღეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე კარიმ ხანს. ის უკვე უკრაინაშია და შეუდგა მუშაობას. ამიტომ ყველა ოკუპანტი პასუხს აგებს უკრაინელების წინააღმდეგ ყველა სამხედრო დანაშაულზე“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის „ფეისბუკ-გვერდზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში კარიმ ხანი აღნიშნავს, ის უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა და მარიუპოლში, ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ფოტომასალა ნახა.