LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერი ყველაზე მეტად ბათუმში, ქუთაისსა და თბილისშია დაბინძურებული

180

გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ  ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების შესახებ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში  6 ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში ჩატარდა. აქედან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის სამ, ბათუმის ერთ და ჭიათურის ერთ ავტომატურ სადგურზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით,  წარმოებული დაკვირვების შედეგად  გამოვლინდა, რომ ჰაერი ყველაზე მეტად  დაბინძურებულია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

ქუთაისის ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას 3.0-ჯერ,

ბათუმის ჰაერში მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატებოდა 1.6-ჯერ

რაც შეეხება თბილისს, ოქტომბრის თვეში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოებდა სამი ავტომატური სადგურის საშუალებით, რომლებიც განლაგებულნი  ვარკეთილში არიან წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე. ამ სადგურებზე იზომებოდა შემდეგი მავნე ინგრედიენტები: PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი წერეთლის გამზირზე გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგისა და ოზონის საშუალო თვიური კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო. ყაზბეგის გამზირზე ნორმის ფარგლებში იყო  აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და

ნახშირჟანგის, ასევე ოზონის საშუალო თვიური კონცენტრაციები. ანალოგიური მაჩვენებლები დაფიქსირდა ვარკეთილშიც

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი ხმაურზეც განახორციელა. სააგენტოს ხელმძღვანელის  თამარ  ბაგრატიას თქმით,  გარემოს დაბიძურების თვალსაზრისით ხმაური საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

’’დედაქალაქში, ვაგზლის ტერიტორიაზე, ამ მხრივ გამოიკვეთა მაღალი მაჩვენებელი, ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა იმ ადგილას, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს’’ – განაცხადა თამარ ბაგრატიამ. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ატმოსფეროს  გაუმჯობესების თვალსაზრისით დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ავტომანქანების ტექდათვალიერებას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები