43 წლის ჰაიდი კლუმი და მისი 29 წლის ბოიფრენდი, არტ-დილერი ვიტო შნაბელი, ორ წელზე მეტია ერთად არიან. ისინი არ ერიდებიან საჯარო ადგილებში გრძნობების გამოხატვას და ხშირად ჩნდებიან ამა თუ იმ ღონისძიებაზე ერთად.
ამ დღეებში კი პაპარაცებმა ცნობილი მოდელი ნიშნობის ბეჭდით შენიშნეს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მას ხელი თავისმა რჩეულმა ცოტა ხნის წინ მოწყობილ რომანტიულ არდადეგებზე სთხოვა.
აღნიშნულ ფაქტზე წყვილის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

