„ჰამასი“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ე.წ. თვითმკვლელ დრონებს უშვებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ვიდეოში ჩანს, „F-16“-ის ტიპის გამანადგურებელი როგორ აგდებს ე.წ. თვითმკვლელ დრონს.
მედიის ინფორმაციით, ყველა ასეთი დრონი ისრაელის არმიამ ჩამოაგდო.
ცნობისთვის, ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის. გამოძახებულია არმიის 3 000 რეზერვისტი, საზღვარზე მყოფ სამხედროებს კი განუცხადეს, რომ ისინი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ.
“ჰამასმა” სარაკეტო იერიში განაახლა – დაჯგუფებამ 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, დაშავდა 4 ადამიანი
ტერორისტული მიზნებისთვის სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრალეში მქოფ მოქალაქეებს.
IDF spokesperson released a video of one of these drones being intercepted pic.twitter.com/zwIAObFERI
— Michael A. Horowitz (@michaelh992) May 13, 2021