LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილსი სამშობლოშიც დააფასეს – ის და ბიონსე Brit Awards-ის ტრიუმფატორები გახდნენ

220
harry-styles-brit-awards-wins-reaction

ჰარი სტაილსმა კიდევ ერთ წარმატებას, ამჯერად სამშობლოში მიაღწია. 11 თებერვალს, ,,ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ” ლოკალური ,,გრემის” გამარჯვებულები გამოავლინა.

წლევანდელი Brit Awards-ის ტრიუმფატორად, 28 წლის მომღერალი დამსახურებულად იქცა. მან 4 ნომინაციიდან ოთხივეში გაიმარჯვა.

ემოციური აღმოჩნდა მისი სიტყვით გამოსვლა ,,წლის ბრიტანული ალბომის” ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ. ახალგაზრდა ვარსკვლავმა დედას და One Direction-ის დანარჩენ წევრებს მადლობა გადაუხადა.

თქვენ გარეშე აქ არ ვიქნებოდი“, – აღნიშნა მან.

როცა ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებული ხდები – ჰარი ტაილსი კვლავ ტრიუმფატორია

 

View this post on Instagram

 

A post shared by The BRIT Awards (@brits)

დაჯილდოდების კიდევ ერთ ტიტულოვან შემსრულებლად, ბიონსე იქცა. მისი Break My Soul ,,წლის საერთაშორისო სიმღერად”, თავად კი ,,წლის საერთაშორისო არტისტად” დასახელდა. მომღერალი საღამოს არ დასწრებია, თუმცა აუდიტორიამ მისი ვიდეომიმართვა იხილა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by The BRIT Awards (@brits)

,,საუკეთესო ახალ არტისტად” – Wet Leg დასახელდა. კოლექტივმა კიდევ ერთ პრესტიჟულ, ,,ბრიტანული ჯგუფის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by The BRIT Awards (@brits)

Brit Awards 2023-ის ,,ჰაილაითებს” შორის მოხვდა ლიზოს, სემ სმიტისა და კიმ პეტრასის და სხვების პერფორმანსები.

 

View this post on Instagram

 

A post shared by The BRIT Awards (@brits)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები