LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებული ხდები – ჰარი ტაილსი კვლავ ტრიუმფატორია

146
page

ლონდონში Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჰარი სტაილსმა კვლავ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. არტისტმა ნომინაციებში: ,,წლის ბრიტანული ალბომი” – Harry’s House, ,,წლის ბრიტანელი არტისტი“, ,,წლის სიმღერა“ – As It Was და ,,საუკეთესო პოპ/R&B შემსრულებელი“ გაიმარჯვა.

29 წლის ვარსკვლავმა ემოციები ვერ დამალა და როდესაც საკუთარი სახელი გაიგო სიხარულისგან შეჰყვირა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამართულ „გრემის“ დაჯილდოებაზე ჰარიმ გამარჯვება „წლის ალბომის“ ნომინაციაში მოიპოვა.

„ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მუსიკაზე კარგი არაფერი არსებობს. ისეთი ადამიანისთვის, როგორც მე ვარ, ასეთი რამ რაც დღეს მოხდა, ხშირი არ არის“, – განაცხადა სტაილსმა ჯილდოს აღების დროს.

ჰარი სტაილსის ტრიუმფი „გრემიზე“ – არტისტმა „წლის ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა

Spotify-ის, Apple Music-ის და Deezer-ის ჩარტების ერთპიროვნული ლიდერი ჰარის სტაილსის კომპოზიცია გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები