ჰოლივუდში ახალი ხმაური ატყდა. როგორც ამბობენ, ზოე კრავიცი და ჰარი სტაილსი, არა მხოლოდ ქორწილს გეგმავენ, არამედ უკვე მომავალ შვილებზეც ფიქრობენ.
Page Six-ის ინფორმაციით, სტაილსმა ზოეს ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. შემდეგ კი წყვილი ქორწილის ორგანიზებას სრული სისწრაფით შეუდგა.
ინსაიდერის თქმით, ზოესთვის მნიშვნელოვანია, რომ ქორწილის ერთი ნაწილი ნიუ-იორკში გაიმართოს, პირველ რიგში მამამისის, ლეგენდარული მუსიკოსის, ლენი კრავიცის გამო. როგორც ამბობენ, პირველი ცერემონია სწორედ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შედგება, ხოლო მეორე ლონდონში.
წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ ჰარიმ უკვე მოიპოვა ლენის სიმპათია. მათი ურთიერთობა კარგად განვითარდა მას შემდეგ, რაც ზოემ მათ შეხვედრა მოუწყო.
„თუ ზოეს პარტნიორი მის მამას ვერ ეწყობა, ეს ურთიერთობა დიდხანს ვერ გრძელდება“, – ამბობს ინსაიდერი.
ჰარის გული დაპყრობილია – ჰარი სტაილსი და ზოე კრავიცი დაინიშნნენ?
დიდი გაცნობა სასიმამროსთან – ზოე კრავიცმა ჰარი სტაილსი ლენი კრავიცს გააცნო


