მედიაში ჰარი სტაილსისა და ზოე კრავიცის უახლესი ფოტოები გავრცელა. რომანტიკული კადრები ლონდონის პარკშია გადაღებული. წყვილი ბალახზე იყო წამოწოლილი და დღეს ჰარმონიულად ატარებდა.
ტაბლოიდების ცნობით, ზოე კრავიცი და ჰარი სტაილსი, არა მხოლოდ ქორწილს გეგმავენ, არამედ უკვე მომავალ შვილებზეც ფიქრობენ.
Page Six-ის ინფორმაციით, სტაილსმა ზოეს ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. შემდეგ კი წყვილი ქორწილის ორგანიზებას სრული სისწრაფით შეუდგა.
წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ ჰარიმ უკვე მოიპოვა სასიმამროს, ლენი კრავიცის სიმპათია. მათი ურთიერთობა კარგად განვითარდა მას შემდეგ, რაც ზოემ მათ შეხვედრა მოუწყო.
დიდი გაცნობა სასიმამროსთან – ზოე კრავიცმა ჰარი სტაილსი ლენი კრავიცს გააცნო