ჰარი სტაილსიმა W Magazine-ის სექტემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა. 32 წლის „გრემის“ მფლობელი მომღერალი ფოტოგრაფ, დევიდ სიმსის ობიექტივის წინაშე მრავალფეროვან „ლუქებში“ პოზირებდა.
ცოტა ხნის წინ არტისტი ნიუ-იორკის ქუჩებში ვარჯიშისას დააფიქსირეს. მომღერალი ქალაქში თავისი გრანდიოზული საკონცერტო რეზიდენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.
ორშაბათს, პაპარაცებმა 32 წლის არტისტი ჩინეთის კვარტალსა და სოჰოში სირბილის დროს გადაიღეს. მოგვიანებით, ის ფანებმაც იცნეს და სოციალურ ქსელებში მისი ვიდეოები სწრაფად გავრცელდა. სტაილსი ნიუ-იორკში საცოლესთან, ზოე კრავიცთან ერთად იმყოფება.
ეს გამოჩენა წინ უსწრებს მუსიკოსის უპრეცედენტო ტურნეს მომავალ პერფორმანსებს. ოთხშაბათიდან, სტაილსი Madison Square Garden-ზე 30-კონცერტიან სერიას იწყებს. რეზიდენცია ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ყველა საღამოზე კი ბილეთები სრულად გაყიდულია.
ჰარი სტაილსისა და ზოე კრავიცის რომანტიკა ლონდონის პარკში
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, ჰარი სტაილზმა ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი –Kiss All the Time. Disco, Occasionally გამოუშვა. ალბომის მხარდასაჭერად, შემსრულებელმა ტურნე – Together, Together, რომლის ფარგლებშიც მასშტაბურ კონცერტებს მსოფლიოს 7 ქალაქში მართავს, 16 მაისს დაიწყო და ის 13 დეკემბრამდე გასტანს.