LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარის გული დაპყრობილია – ჰარი სტაილსი და ზოე კრავიცი დაინიშნნენ?

266
page

ჰოლივუდში ახალი ჭორები ვრცელდება. ზოე კრავიცი საჯაროდ გამოჩნდა ნიშნობის ბეჭდით არათითზე, რამაც მყისიერად გააჩინა ეჭვები მისი და ჰარი სტაილსის შესაძლო ნიშნობის შესახებ.

ჰარი სტაილსისა და ზოე კრავიცის რომაული არდადეგები – ახლად გამომცხვარი ჰოლივუდური წყვილის უახლესი ფოტოები

დასავლური მედია აქტიურად განიხილავს პაპარაცების მიერ გადაღებულ ახალ კადრებს, სადაც წყვილი ლონდონში სეირნობისას დააფიქსირეს. დილის გასეირნებისთვის მათ კომფორტული, ყოველდღიური სტილი შეარჩიეს. 32 წლის ჰარი სტაილსი მუქი ლურჯი ზედით და შარვლით გამოჩნდა, ხოლო 37 წლის ზოე ღია ნაცრისფერ „თრენჩში“ იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, ლენი კრავიცის ქალიშვილისა და პოპულარული ბრიტანელი მომღერლის რომანის შესახებ ინფორმაცია გასულ ზაფხულს გავრცელდა. მას შემდეგ ისინი არაერთხელ შენიშნეს ერთად ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

დიდი გაცნობა სასიმამროსთან – ზოე კრავიცმა ჰარი სტაილსი ლენი კრავიცს გააცნო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები