ჰარი სტაილზი მუსიკალურ კარიერას აქტიურად დაუბრუნდა: მომღერალმა ახალი სინგლები დააანონსა და სადებიუტო ალბომზე მუშაობის შესახებაც განაცხადა. ამას გარდა, სტაილზის თქმით, წლის ბოლოს ის მსოფლიო ტურნეს გამართავს, რომელიც მისი სოლო ალბომის მხარდასაჭერი იქნება.
რაც შეეხება დისკს, „Harry Styles“, გაყიდვაში ის 12 მაისიდან გამოვა. რაც შეეხება ტურნეს, ის სტარტს 19 სექტემბრიდან ევროპაში აიღებს და საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, შვედეთს, ჰოლანდიას, იტალიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და იაპონიას მოიცავს.