LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ჰარი სტაილზი ამალფის სანაპიროზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

160
harry-styles-golden-video-03

26 წლის ჰარი სტაილზმა კომპოზიციაზე Golden გადაღებული კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა არტისტის რიგით მეორე სოლო ალბომში Fine Line არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წელს გამოიცა. ცნობისთვის, მუსიკოსი აღნიშნული ალბომისთვის სრულიად გაშიშვლდა.

რაც შეეხება ახლადგავრცელებულ კლიპს, ის იტალიაში, ამალფის სანაპიროზეა გადაღებული. დრამატიზმი და მრავალფეროვანი „ლუქები“ – არტისტი ჩვეულ სტილს არ ღალატობს.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჰარი სტაილზი  „ჯეიმს ბონდის“ როლზე განიხილება. ტაბლოიდების ცნობით, 26 წლის მომღერალი საკულტო ფილმის  ხელმძღვანელებს ამ საკითხზე უკვე ესაუბრა.

ჰარი სტაილზი ჯეიმს ბონდის როლში?

უმრავლესობას მიაჩნია, რომ შონ კონერის, როჯერ მურის, პირს ბროსნანისა და დენიელ კრეიგის შემდეგ ამ როლზე ჰარი სტაილზის განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები