LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარისონ ფორდისა და კი ჰუი ქუანის ემოციური შეხვედრა „ოსკარზე“ 39 წლის შემდეგ

282
ჰარისონ-ფორდი1

წლევანდელ „ოსკარებზე“ წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა 80 წლის ჰარისონ ფორდს ხვდა წილად. „ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავი სცენაზე დაჯილდოების ბოლოს გამოვიდა და წლის ფილმად სამეცნიერო-ფანტასტიკური მელოდრამა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ დაასახელა, რომელსაც ჯამში შვიდი „ოსკარი“ ხვდა წილად.

საინტერესოა, რომ ამავე ფილმიდან მამაკაცის წლის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში გამარჯვებული კი ჰუი ქუანი გახდა, რომელიც სცენაზე ორჯერ ავიდა. ერთხელ, როცა ის გამარჯვებულად დასახელდა და მეორედ, როცა მისმა ფილმმა წლის მთავარი „ოსკარი“ მიიღო.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ჰარისონ ფორდისა და კი ჰუი ქუანის შეხვედრა, რადგან მსახიობები ერთმანეთს წლებია იცნობენ. მათ ერთად ითამაშეს 1984 წლის ფილმში „ინდიანა ჯონსი“, სადაც ქუანი პატარა ბავშვი იყო. მსახიობების სცენაზე შეხვედრა 39 წლის შემდეგ, საკმაოდ  ემოციური გამოვიდა.

11 ნომინაცია, 7 ,,ოსკარი” – ნახეთ „ოსკარი“ 2023-ის გამარჯვებულების სრული სია

მიშელ იეო „საუკეთესო მსახიობი ქალი“ გახდა, ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ კი წლევანდელი „ოსკარის“ ტრიუმფატორია

ცრემლები და ემოციების ზღვა – ბრენდან ფრეიზერმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები