LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცრემლები და ემოციების ზღვა – ბრენდან ფრეიზერმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

316
page

ლოს-ანჯელესში, „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 2023 წლის „ოსკარი“ „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში ბრენდან ფრეიზერმა მიიღო. მან თავისი პირველი უმაღლესი ჯილდო ფილმისთვის „ვეშაპი“ დაიმსახურა. გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მსახიობმა ემოციები ვერ შეიკავა და ბედნიერებისგან ატირდა.

ცნობისთვის, ამავე კატეგორიაში ოსკარისთვის იბრძოდნენ კოლინ ფარელი და ოსტინ ბატლერი.

ბრენდან ფრეიზერი „ოსკარის“ მოლოდინში – როგორ კეთდება 6 საათიანი გრიმი საოცნებო როლისთვის

ეს გახლავთ ფილმი ჭარბი წონის მქონე ინგლისური ენის მასწავლებელზე, რომელიც თავის გაუცხოებულ თინეიჯერ შვილთან, საერთო ენის მოძებნას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები